ბორის ჯონსონი კიევში ჩასვლას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩასვლას და პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ ეს მივლინება მოქმედი პრემიერის, რიში სუნაკის ავტორიტეტს შეასუსტებს.
ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა მეგობრებს უთხრა, რომ აპირებს კიევში უახლოეს თვეებში ჩასვლას.
ინფორმაციას ასევე უკრაინული წყაროები ადასტურებენ და ამბობენ, რომ ჯონსონი კიევში ჩასვლას “გეგმავს”, მაგრამ თარიღების შესახებ “კონკრეტული ინფორმაცია” არ არსებობს.
მათი თქმით, ზელენსკი და ჯონსონი ერთმანეთს მეგობრებად თვლიან.