ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნებია
ჩეხეთში 13 და 14 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
გამოცემა Ceske Noviny-ს ცნობით, კენჭისყრა ჩატარდება დღეს, ადგილობრივი დროით 14:00-დან 22:00 საათამდე და 14 იანვარს 08:00-დან 14:00 საათამდე. ამის შემდეგ, საარჩევნო კომისიის წევრები, დაახლოებით 15 ათასი უბნის ხმების დათვლას დაიწყებენ.
იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა უმრავლესობას, ის მეორე ტურში გადის. მეორე ტური ორ კვირაში გაიმართება.
ქვეყნის პრეზიდენტად კენჭს 8 კანდიდატი იყრის.
ფავორიტებად მიიჩნევიან მოძრაობა ANO-ს ხელმძღვანელი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრეი ბაბიში; ჩეხეთის არმიისა და ნატოს ყოფილი წარმომადგენელი, პეტრე პაველი და მენდელის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი – დანუშე ნერუდოვა.