“უკრაინა დე-ფაქტო ნატოს წევრი გახდა” –  ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რეალურად უკვე გაწევრიანდა ნატოში, თუმცა ოფიციალურად ალიანსის წევრი არ გამხდარა.

ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში თქვა.

“უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს წევრები გახდნენ. დე-ფაქტო, მაგრამ არა დე-იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ ის. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით ნატოს დე-იურე წევრები”,- თქვა მან.

მინისტრი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მისი ეს სიტყვები ორაზროვნად შეიძლება, იყოს აღქმული არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატოშიც – რადგან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს ომის მონაწილედ ჩაითვალოს.

რეზნიკოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა დასავლეთიდან მიიღებს ტანკებს, მოიერიშე თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ, კიევისთვის იარაღის მიწოდების მიმართ დამოკიდებულება უკვე შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები