ISW: რუსეთმა სავარაუდოდ, სოლედარი დაიკავა, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ბახმუტის ალყაში მოქცევას

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ „რუსული ძალები სოლედარის ტერიტორიის უმეტეს, თუ არა მთელ ნაწილს აკონტროლებენ და როგორც ჩანს, მათ შეძლეს უკრაინის ჯარების ქალაქის დასავლეთ გარეუბნებიდან გაყვანა”.

ამავდროულად, ინსტიტუტის ექსპერტები თვლიან, რომ “11 იანვარს სოლედარის სავარაუდო დაკავება, ვითარებას ოპერატიულად არ ცვლის, რადგან რუსეთს ბახმუტის უსწრაფესად ალყაში მოქცევის შესაძლებლობას არ მისცემს”.

„ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები სოლედარში ორგანიზებულ თავდაცვას ვეღარ უზრუნველყოფენ“, – ასკვნიან ISW-ს ექსპერტები და დასძენენ, რომ “​სოლედარის დაკავება, რომლის ფართობი დაახლოებით, 14,2 კვადრატული კილომეტრს შეადგენს, არ მისცემს რუსეთს  შესაძლებლობას დაამყარონ კონტროლი ბახმუტთან კრიტიკულ სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზთან, და არ ჩააყენებს მათ მომგებიან მდგომარეობაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები