პოდოლიაკი: უკრაინა პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ტანკებს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ტანკებს მიიღებს და ეს პრაქტიკულად მოგვარებული საკითხია.

„ეს უდავოა. უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები. რაოდენობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. აშკარაა, რომ ომის ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო იარაღს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები