აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ბაიდენის სახლში აღმოჩენილ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით კონგრესს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში აღმოჩენილ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით კონგრესს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
მაკარტიმ ბაიდენი ფარისევლობაში დაადანაშაულა.
„ბაიდენს, როგორც ვიცე-პრეზიდენტს, ეს დოკუმენტები სხვადასხვა ლოკაციაზე, ხელმისაწვდომ ადგილებში ჰქონდა. ის აკრიტიკებდა პრეზიდენტ ტრამპს. გამოიყენა თუ არა მან იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტ ტრამპზე შეტევისთვის?“, – განაცხადა მაკარტიმ.
ცნობისთვის, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ქალაქ ველმინგტონში მდებარე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს.