სერგეი ლავროვი მომავალ კვირას ბელარუსს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირას ბელარუსში ხელმეორედ ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას newssky ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მომავალ ხუთშაბათს მინსკში, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ლავროვი მინსკში 19 დეკემბერს იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსში ჩავიდა.

დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ზეწოლას ახორციელებს ბელარუსზე, რათა ბელარუსის არმია კონფლიქტში ჩართოს, თუმცა ეს ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები