ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აფეთქება 2023 წელს ქაბულში მეორე დიდი თავდასხმა იყო, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეშფოთება გამოიწვია.
როგორც ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა ხეიბერ ალ-ქანდაჰარიმ თავი მაშინ აიფეთქა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იკრიბებოდნენ.
ცნობისთვის, ქაბულში 11 იანვარს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც სულ მცირე, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. შემთხვევა ავღანეთის დედაქალაქში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.