სერგეი ნაევი ბელარუსის მხრიდან უკრაინაზე განმეორებითი თავდასხმის საფრთხეს ვერ ხედავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ნაევი ირწმუნება, რომ ბელარუსს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინაში ახალი სახმელეთო შეჭრისთვის.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნაევმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული ვითარება არ წარმოადგენს უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის სახმელეთო მოქმედების გარდაუვალ საფრთხეს“, – აღნიშნა სერგეი ნაევმა.

მისი თქმით, უკრაინა კონტაქტს ინარჩუნებს დასავლელ პარტნიორებთან, კერძოდ, აშშ-სთან და პოლონეთთან, ასევე მუდმივად მუშაობს დაზვერვა.

როგორც სერგეი ნაევმა აღნიშნა, მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ახლა ბელარუსის ჯარების დაჯგუფება უკრაინის საზღვართან არ შეცვლილა არც რაოდენობრივად და არც ხარისხობრივად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები