ნორვეგიამ უკრაინას 3 მილიონი დოლარის ღირებულების დროებითი ხიდები გადასცა

ნორვეგიამ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 დროებითი ხიდი გადასცა, რომელთა საერთო ღირებულება 30 მილიონი ნორვეგიული კრონია (3 მილიონი აშშ დოლარი).

ნორვეგიიდან პირველი სატვირთო მანქანები უკრაინაში უკვე ჩავიდა.

„უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორვეგიული ხიდები დამონტაჟდება. ეს არის acrow/bailey ტიპის დროებითი კონსტრუქციები, რომლებიც შესაფერისია მძიმე მანქანების გადაადგილებისთვის,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ნორვეგია გახდა მესამე ქვეყანა, ჩეხეთისა და საფრანგეთის შემდეგ, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

გარდა ამისა, Ukravtodor უახლოეს მომავალში ელოდება ხიდებს შვედეთიდან და დროებითი გადასასვლელების კიდევ ერთ პარტიას ჩეხეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები