რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკი 30 წლამდე, შესაძლოა უკვე გაზაფხულიდან გაიზარდოს

რუსეთში, სამხედრო გაწვევის ასაკი 27-დან 30 წლამდე, შესაძლოა უკვე გაზაფხულიდან გაიზარდოს. ამასთან, ამ ეტაპზე ქვედა ზღვარი არ შეიცვლება და 18 წელზე შენარჩუნდება.

ამის შესახებ რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, წერს BBC.

მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გაწვევა “შერეული ტიპის” იქნება – 18-დან 30 წლამდე, ხოლო ახალ სისტემაზე სრულ გადასვლას, რომლის მიხედვითაც მინიმალური ასაკი იქნება 21 წელი, ხოლო მაქსიმალური 30, ერთიდან სამ წლამდე პერიოდი დასჭირდება.

ჯარში გაწვევის ასაკის ცვლილების წინადადებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 2022 წლის 21 დეკემბერს გამოვიდა. მაშინ მან თქვა, რომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს გაწვევის ასაკის მინიმალური ზღვარის აწევა 18-დან 21 წლამდე, ხოლო მაქსიმალური 30 წლამდე გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები