იონათამიშვილი – პოდოლიაკის განცხადებაზე: ცოტა ფრთხილად იყოს ყველა, როცა საქართველოზე დაიწყებს ლაპარაკს

ცოტა ფრთხილად იყოს ყველა, როცა საქართველოზე დაიწყებს ლაპარაკს. საქართველო პირველ რიგში საქართველოს მხარეს დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველო ამაყი და ღირსეული ქვეყანაა, რომელიც სტრასბურგსა და ჰააგაში პირწმინდად ამარცხებს რუსეთს, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას არასდროს ვწყვეტთ. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყოს ყველა, როცა საქართველოზე დაიწყებს ლაპარაკს. ცხადია, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს ადეკვატურად შეაფასებს. საქართველო პირველ რიგში საქართველოს მხარეს დგას. ეს ასე გაგრძელდება მომავალშიც და თუ ვინმეს ამის შეხსენება სჭირდება, შევახსენებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „ბუკი“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა და „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები