“უკრაინაში დასავლეთის ახალი შეიარაღება რუსეთის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე იქნება” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის ახალ მიწოდება რუსეთის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე იქნება.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.

„მინდა გავიმეორო, რომ უკრაინაში ამერიკული და სხვა დასავლური იარაღი, ისევე როგორც უცხოელი სამხედრო პერსონალი, რომელიც მათ ემსახურება, არის რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმის ლეგიტიმური სამიზნეები. თუ დასავლეთმა ვითომ არ იცის ამის შესახებ, ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები