გიორგი ვოლსკი: ალასანიას განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსული ფაქტორი არ არის მეორეხარისხოვანი ინტერესი “ნაცმოძრაობისთვის” და პირადად სააკაშვილისთვის

,,გიული ალასანიას განცხადება მისი ეს მიმოხილვა საკითხებისა, ვიღაცასთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსული ფაქტორი არ არის მეორეხარისხოვანი ინტერესის ფაქტორი “ნაციონალური მოძრაობისთვის” და პირადად სააკაშვილისთვის”, -ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი “რუსთავი ორის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს.

მისივე თქმით, თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი სააკაშვილი ის ფაქტორი და რესურსია, რომელიც ოპოზიციას გააჩნია, რომ საკუთარ ქვეყანას ებრძოლოს.

,,ეს არ არის სპონტანური, მოუფიქრებული სიტყვათა წყობა რაც მოვისმინეთ, გიული ალასანიასგან ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომელსაც უზიარებს სხვას და საკამათოც ჩემთვის აქ არაფერია. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ცუდად მყოფი, თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი სააკაშვილი ის ფაქტორი და ის რესურსია, რომელიც ოპოზიციას გააჩნია, რომ ებრძოლოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი მაგალითი არსებობს. ასე რომ, ყველაფერი ემთხვევა ერთმანეთს და მე ვფიქრობ, გარკვეული გამოტოვებული რგოლი, რომელიც არსებობდა ამ ვითარებაში, რომელიც აღწერს პროცესებს, გიული ალასანიამ წარმატებით შეავსო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ძალიან ეშინია” და “მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში”. ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ პარაზიტებს უწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები