თავდაცვის აკადემიის სტუდენტები სახელმწიფო ლაბორატორიას ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისთვის ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიის დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.

სტუდენტები ლაბორატორიის დეპარტამენტების სამუშაო პროცესსაც გაეცნენ და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რითაც პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ლაბორატორიაში, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები