ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობის“ მომავალი ბუნდოვანია – ჩანაწერებს, როგორც კომპრომატებს, ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ

ჩანაწერებს, როგორც კომპრომატებს, ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას.

მისი თქმით, აღნიშნული ოპოზიციური პარტიის მომავალი ბუნდოვანია.

„მე ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლებისთვის სულერთია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რომელი ფრთა რომელზე, რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია ის, რომ იმ ოპოზიციურ პარტიაში დღეს არის განხეთქილება და მათ როგორც სჩვევიათ ამ განხეთქილების დროს იყენებენ იმ ინსტრუმენტებს, რომლითაც ყოველთვის ოპერირებდნენ: იწერენ, ავრცელებენ. რომელმა ფრთამაც არ უნდა გაიმარჯვოს, ამ პარტიის მომავალი ძალიან ბუნდოვანია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ პარტიას ნებისმიერ შემთხვევაში ექნება პრობლემები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ დღის წესრიგს ექნება ნაკლები პრობლემა.

ამ ჩანაწერებს, როგორც კომპრომატებს, ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, ეს ფაქტია იმიტომ, რომ ამას იყენებდნენ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა პარტიის შიგნით აქვთ არჩევნები და ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ. პრობლემა არაა, გამოიყენონ, რაც უარესი იქნება იქ, უკეთესი იქნება ქვეყანაში, ფორმულაა ჩვეულებრივი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები