მედია: ქაბულში აფეთქების შედეგად 21 ადამიანია დაღუპული
ქაბულში, ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.
დაღუპულთაგან უმეტესობა საგარეო საქმეთა, ან კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იყო. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის “თალიბანის” სამი წევრია.
“თალიბანის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა სამინისტროს შენობაში შესვლა სცადა. ბოევიკი დაცვამ გააჩერა, რის შემდეგაც მან თავი აიფეთქა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.