პუტინი: რუსეთი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას გააგრძელებს

რუსეთის ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას და სამხედროების მომარაგების, მათ შორის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეების ყველა პრობლემას გადაწყვეტს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს. გავზრდით თავდაცვისუნარიანობას, აუცილებლად, მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია შეიარაღებული ძალების, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართული ქვედანაყოფების უზრუნველყოფასთან. და, ამავდროულად, გავაგრძელებთ მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების და გეგმების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, რუსეთის უზარმაზარი პოტენციალის გახსნას, ჩვენი საერთაშორისო კავშირების გაფართოებას“, – განაცხადა მან.

პუტინის თქმით, ამისთვის ყველა საჭირო რესურსი არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები