FP: ქაბულში აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა
ქაბულში, ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.
„20-ზე მეტი დაიღუპა ან დაშავდა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აფეთქება ცოტა ხსნი წინ მოხდა. მედიის ინფორმაციით, ისმოდა ასევე სროლის ხმაც.
“თალიბანის” მთავრობაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
სხვა დეტალები უცნობია.