ირაკლი ქადაგიშვილი – ბენ ჰოჯესზე: პენსიაზეა გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას გამოეხმაურა.

“კარგი იქნება თუ ბატონი ჰოჯესი არასამთავრობოების გარდა ერთხელ მაინც დაინტერესდებოდა და საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდებოდა. აქვს შესაძლებლობა, რომ პოპულისტური კი არა, უფრო სიღრმისეული შეფასება გააკეთოს. როცა ის იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში ნატოსი, მაშინ რა თქმა უნდა მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია. ის არის ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაში ჩართული პირი და აკეთებს ოპოზიციისთვის შესაბამის სასარგებლო განცხადებებს. შეიძლება ფინანსური ინტერესიც ჰქონდეს, მაგრამ როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა არის გარკვეული ანაზღაურების საფუძველი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ბენ ჰოჯესმა განაცხადა: “მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები