ბრიტანეთიდან ისტორიაში პირველი თანამგზავრის გაშვება, მარცხით დასრულდა

მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Orbit-მა დიდი ბრიტანეთიდან ორბიტაზე პირველი კოსმოსური ხომალდი გაუშვა. თუმცა მისია მარცხით დასრულდა.

ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდი იტყობინება.

რაკეტმზიდი LauncherOne-ს ორბიტაზე ცხრა თანამგზავრი უნდა გაეტანა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.

გაშვების პირველმა ეტაპმა შეცდომის გარეშე ჩაიარა – ატლანტის ოკეანის დანიშნულ წერტილში, მოდიფიცირებულმა Boeing-747-მა LauncherOne გამოუშვა.

„თუმცა რაკეტის მეორე ეტაპის ძრავის გაშვებისას ანომალია მოხდა, რის გამოც მისია ნაადრევად შეწყდა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში​ LauncherOne-ის პირველი გაშვება ასევე წარუმატებლად დასრულდა.

ამ დრომდე დიდი ბრიტანეთიდან რაკეტები კოსმოსში მხოლოდ სამხედრო წვრთნების ან სამეცნიერო კვლევის ფარგლებში იყო გაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები