უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოლედარზე ძლიერი იერიში მიიტანეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ სოლედარზე ძლიერი იერიში მიიტანეს.
მისი თქმით, მტერი მასიურად იყენებს არტილერიას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და ნაღმმტყორცნებს.
„სოლედარის ხელში ჩაგდებისა და უკან დახევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მტერი გადაჯგუფდა, აღადგინა დანაკარგები, გადაიყვანა დამატებითი თავდასხმის ნაწილები, შეცვალა ტაქტიკა და დაიწყო ძლიერი შეტევა. მტერმა ჩაერთო დიდი რაოდენობით თავდასხმის ჯგუფები, რომლებიც ჩამოყალიბდა „ვაგნერელების“ საუკეთესო რეზერვებიდან.
ფაქტობრივად, მტერი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს აბიჯებს, მასიურად იყენებს არტილერიას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და ნაღმმტყორცნებს. ჩვენი დამცველები გაბედულად იცავენ მშობლიური მიწის ყოველ მეტრს. სასტიკი ბრძოლები სწორედ ამ წუთებში გრძელდება“, – წერს მალიარი „ტელეგრამზე“.