„შოკირებული ვიყავი იმით, რაც ვიხილე“ – გაეროს გენერალური მდივანი ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „შოკირებულია“ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების მიერ ქვეყნის სამთავრობო შენობებზე განხორციელებული შტურმით.

„რა თქმა უნდა, შოკირებული ვიყავი იმით, რაც ვიხილე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ვენდობი ბრაზილიას, ვენდობი ბრაზილიის [სახელმწიფო] ინსტიტუტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილია ამ სიტუაციას ადეკვატური პასუხისმგებლობით გაუმკლავდება, ხოლო ბრაზილიის დემოკრატიული ფუნქციონირება გაგრძელდება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილია იქნება იმ დონეზე, რაც საჭიროა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – აღნიშნა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები ქვეყნის სამთავრობო უწყებებს თავს დაესხნენ. ბოლსონარუ და მისი ულტრამემარჯვენე პოლიტიკის მხარდამჭერები უარს ამბობენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის თანამდებობა ლულა და სილვამ გადაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები