გურამ მაჭარაშვილი – ყარალაშვილის განცხადებაზე: აფხაზეთში რომელი ქვეყნის ჯარები დგას, ეს ყველამ კარგად ვიცით და რომელი ჯარებით და ტანკებით აპირებს შემოსვლას, უკვე გასაგებია

“ბატონი ყარალაშვილი სააკაშვილმა შეიწყალა. მას 11 წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი. რა თქმა უნდა ყველასთვის გასაგებია, პოლიტიკურად ვის მხარეს იქნება ის და ვის ნარატივსაც ახორციელებს, ესეც გასაგებია, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი უკრაინაში მებრძოლი “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერის, ნოდარ ყარალაშვილის ვიდეომიმართვას.

„პირდაპირ თქვა, რომ აპირებს აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას. აფხაზეთში რომელი ქვეყნის ჯარები დგას, ეს ყველამ კარგად ვიცით და რომელი ჯარებით და ტანკებით აპირებს შემოსვლას, უკვე გასაგებია. თან ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს და თურმე ეს ქართველი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, აპირებენ აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლას რუსეთის ტანკებით და ამავდროულად ამუნათებენ კახელებს, საქართველოს საზოგადოებას. ეს არ არის მხოლოდ მათი სიტყვები. ეს დასტურია იმისა, რომ სააკაშვილი, რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონები, იგივე კონგრესმენი კიზინგერი, რომელმაც მოუწოდა ქართველ სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, რომ მიეხედათ საქართველოს მთავრობისთვის. ეს ამის გამოძახილია ზუსტად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, ნოდარ ყარალაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს: „თუ გინდათ, მე ჩამოვალ სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში მე ასე არ შემოვალ, საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან. იმიტომ გითხარით, გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები