მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა
საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, სხდომაზე ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამოიკითხება.
დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლის თქმით, სხდომები ყოველდღიურად “ფიზიკურად ვერ გაიმართება”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.