კინო ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ი – ავა გარდნერი და ფრენკ სინატრა
ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი ავა გარდნერისა და ფრენკ სინატრას სიყვარულზე წერს სოციალურ ქსელში.
„100 წლის წინ, 1922 წელს, შობის ღამეს დაბადებულა. მასში ინდიელთა სისხლიც კი ჩქეფდაო. ალბათ ამიტომ იყო ასეთი მოუხელთებელი და დამოუკიდებელი, ეკრანიდან ავაზას თვალებითა და სხეულით რომ იყურება.
„100 წლის წინ, 1922 წელს, შობის ღამეს დაბადებულა. მასში ინდიელთა სისხლიც კი ჩქეფდაო. ალბათ ამიტომ იყო ასეთი მოუხელთებელი და დამოუკიდებელი, ეკრანიდან ავაზას თვალებითა და სხეულით რომ იყურება.
როგორც ხდება ხოლმე, ერთ-ერთი ფოტოატელიედან MGM-ის ხელმძღვანელობას ავა გარდნერის ფოტო მიუტანეს. შეხვედრის შემდეგ ლუის მეიერს უთქვამს: მან არაფერი იცის, საუბარიც კი, მაგრამ ღვთიური და შეუდარებელიაო. არც თვითონ უწოდებდა თავის თავს კინოვარსკვლავს. აქედან დაიწყო კინოკარიერა, დიდებული როლები და ცნობილი მამაკაცები: მიკი რუნი, ჰოვარდ ჰიუზი, არტი შოუ, ფრენკ სინატრა…
რომანი კლარკ გეიბლთან და რობერტ ტეილორთან. თუმცა ყველაზე დიდხანს ფრენკ სინატრასთან იყო, რომელიც ლონდონშიც აკითხავდა მადრიდიდან მსახიობის გადასახლების შემდეგ. ორი დიდი ვარსკვლავი ვერანაირად ჯდებოდა იმ ჩარჩოში, რასაც ოჯახი ერქვა. ბოლომდე კი დიდ მეგობრებად დარჩნენ.

ავა გარდნერი 1990 წელს გარდაიცვალა ლონდონში და საავადმყოფოსა და დაკრძალვის ყველა ხარჯი, როგორც ცნობილია, ფრენკ სინატრამ გადაიხადა.
როცა კინოვარსკვლავი კვდებოდა, სინატრას კონცერტი ჰქონდა ამერიკის ერთ-ერთი დიდი ქალაქის სცენაზე და…რამდენიმე ხნით შუქი რომ გამორთულა (დაუჯერებელია..), უთქვამს: ,,ვგონებ,ყველაზე დიდი რამ დამთავრდა ჩემს ცხოვრებაშიო”.
ალბათ ლეგენდაა ესეც…