სერგო ფარაჯანოვის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონკურსო გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება
12 იანვარს, 18:00 საათზე, „ქართველ სომეხთა კავშირი“ სერგო ფარაჯანოვის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტრადიციულ საკონკურსო გამოფენას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, საქართველოში სომხეთის საელჩოს და სერგო ფარაჯანოვის სახელობის, ასევე თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით.
საღამოზე კონკურსის მონაწილეთა გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ღონისძიება გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის 26 მაისის დარბაზში.
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა, №7.