თურქეთში სასტუმროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

თურქეთის აღმოსავლეთით, ყარსის პროვინციაში სასტუმროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაშავებულთაგან 9 ჰოსპიტალიზირებულია, “ჯამში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები