მეხიკოს მეტროში ავარიის შედეგად ათობით ადამიანია დაშავებული, ერთი დაღუპული
მეხიკოს მეტროპოლიტენში მატარებლების შეჯახების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული, ოთხი მოქალაქე იყო ბლოკირებული, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა.
რაც შეეხება ინციდენტს, ის მეტროპოლიტენის მესამე ხაზზე მოხდა. დაწყებულია გამოძიება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხიკოს მეტროში სამი დიდი ავარია მოხდა.
2021 წლის 3 მაისს მეტროს ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა და 105 დაშავდა.
2020 წლის 10 მარტს ტაკუბაიას სადგურზე მატარებლების შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 41 დაშავდა.
ასევე, 2021 წლის 9 იანვარს მეტროპოლიტენის ცენტრალურ საკონტროლო სადგურზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 29 კი დაშავდა.