„საშობაო ზავის” დროს რუსებმა ბახმუტს ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია 2 ადამიანი
6 იანვარს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა ბახმუტს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ცამეტი დაიჭრა და უკრაინის 2 მოქალაქე კი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
საცხოვრებელ უბნებზე ძლიერი ნაღმტყორცნებით სროლის შედეგად დაიღუპა 66 წლის მამაკაცი და 61 წლის ქალი. კიდევ ცამეტმა ადამიანმა მიიღო ჭრილობები.
დაზიანდა და განადგურდა კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და სხვა ობიექტები.