ფოთში, დღეს პრემიერმინისტრის ინიციატივით, საახალწლო ზეიმი გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფოთში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის რკალზე მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები.
ფოთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობენ.
ფოთის ცენტრში 18 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანსამბლი ,,გორდელა” და ჯგუფი ,,ბანდეროლი” მიიღებენ.