„მწერალი ბარმენი“ – შეხვედრა ეკატერინე ტოგონიძესთან

7 იანვარს, 20:00 საათზე, H2SO4 – მწერლების ბარში,  „მწერალი ბარმენი“ იქნება ეკატერინე ტოგონიძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მწერლების ბარისა და კომპანია „სარაჯიშვილის“ ერთობლივი პროექტით, ყოველ შაბათს, 20:00 საათზე, მწერლების ბარი ქართველ მწერალს დაეთმობა. ბარის სტუმრებს შეეძლებათ  მწერლის ხელით მომზადებული კოქტეილებისა თუ სხვა სასმელების გასინჯვა. ბარმენობის შეთავსების პარალელურად, მწერალი აუდიტორიას საინტერესო ამბებს მოუყვება.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ყოველ შაბათს მომზადდება კომპანია „სარაჯიშვილის“ საავტორო კოქტეილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები