ალუდა ღუდუშაური: პატრიარქის წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ უპრიანი იქნება მიხეილ სააკაშვილმა გაიაზროს ის რეალობა, რაც არის ქვეყანაში

“პატრიარქის, ჩვენი ბრძენი უწმინდესის აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ უპრიანი იქნება მიხეილ სააკაშვილმა გაიაზროს ის რეალობა, რაც არის ქვეყანაში და როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოიქცეს ღირსეულად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილი პატრიარქის წერილს არ გაემიჯნება.

“ერთ მხარეს არის ერი და ბერი, რომელიც სააკაშვილის რეალობის მიღებაში დახმარებას სთავაზობს. ეს რეალობა, რაც უფრო მალე იქნება მისი მხრიდან მიღებული, მით უკეთესი მისთვის. მე იმედს ვიტოვებ და მინდა მჯეროდეს, რომ სააკაშვილს ეყოფა გონიერება და არ დაუჯერებს იმ პატარა ადამიანებს, ვინც ეტყვის, რომ ერის სულიერი წინამძღოლის, ჩვენი უწმინდესის ამ მოწოდებას გაემიჯნოს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. პატრიარქი სააკაშვილს მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის, ასევე, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.

„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები