გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ეკლესია და პატრიარქი უყვარს ხალხს და ესენი ლანძღავენ
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეკლესია და პატრიარქი უყვარს ხალხს, ოპოზიცია კი ლანძღავს მათ.
მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი შეხსენება იმისა, თუ როგორი პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს.
„ეკლესია და პატრიარქი უყვარს ხალხს და ესენი ლანძღავენ. შესაბამისად, ეს არის ერთგვარი შეხსენება იმისა, თუ როგორი პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.