გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებიც კი იმდენად მიუღებლები არიან თავიანთივე პარტიის წევრებისთვის, რომ აქციაზეც 100-150 კაცი გამოდის, როდესაც 300 ადამიანია პოლიტსაბჭოს წევრი

„ერთი ხიდზეა, მეორე – ცარიელ კანცელარიასთან, მესამე ბუნებაში გადის, მეოთხეს ექსკურსია მოუნდა, რომ თავმჯდომარე გახდეს, და ა.შ. თავად კანდიდატებიც კი იმდენად მიუღებლები არიან თავიანთივე პარტიის წევრებისთვის, რომ აქციაზეც 100-150 კაცი გამოდის, როდესაც 300 ადამიანი არის პოლიტსაბჭოს წევრი”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აცხადებს.

 

“შესაბამისად, ეს არის ლოგიკური დასასრული იმისა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. როცა არ დგახარ ხალხთან და საკუთარ ამომრჩეველთან, აბსოლუტურად აცდენილი ხარ საზოგადოების სურვილებს, ასეთი დასასრული გექნება ყოველთვის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები