ირაკლი ზარქუა – მაკფოლის სტატიაზე: ფაქტია, ლობისტების თემა მუშაობს

“ფაქტია, ლობისტების თემა მუშაობს. შეუძლებელია მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან მიმართებით აბსურდია. გონივრული ეჭვი მაქვს, ტექსტი გაუმზადეს და ხელი მოაწერინეს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის შესახებ მაიკლ მაკფოლის სტატიას.

„ლობისტების თემა მუშაობს, ფაქტია. ბატონი მაკფოლის განცხადება თამამად შეიძლება მივაწერო იმ თემას, რომელიც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირი სათაურით, ერთნაირი შინაარსით, რადგან შეუძლებელია მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, აბსურდია. მისი ხსენება მედიაპლურალიზმთან არის შეუძლებელი, მისი ხსენება ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია, ამიტომ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც არის დაწერილი ტექსტი – გაუმზადეს, როგორც იბეჭდება ერთნაირი სათაურებით მსოფლიოში და აქაც ეტყობა ხელი მოაწერინეს და გამოქვეყნდა”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „მსოფლიომ არ შეიძლება დაუშვას საქართველოს ექსპრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი“ , წერს, რომ მაშინ, როცა მსოფლიო სამართლიანად არის ორიენტირებული უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე, რუსეთის ლიდერი აგრძელებს დესტაბილიზაციის გამომწვევი, ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის გატარებას მსოფლიოს სხვა ადგილებში. „მათ შორის არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქართველო.“

„სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება, ეს ზელენსკიზე უკეთესად არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინონ“ და ექსპრეზიდენტი გაათავისუფლონ,“ – აცხადებს მაკფოლი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები