„რუსეთი თებერვალში სიტუაციის გამწვავებისთვის ემზადება“ – ოლექსი დანილოვი
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი თებერვალში სიტუაციის გამწვავებისთვის ემზადება.
მისი თქმით, ამის პარალელურად მედვედჩუკის მოკავშირე, სახალხო მოადგილე ტარას კოზაკი, რომელიც რუსეთში გაიქცა, შეხვედრებს მართავს ევროპელებთან და არწმუნებს მათ, ხელი მოაწერონ სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმებებს.
„თებერვალი მათთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან მათთვის თარიღები [მნიშვნელოვანია], იუბილეები და სხვა. ისინი გამწვავებისთვის ემზადებიან.
ახლა გააქტიურდა კაცი, სახელად კოზაკი, ევროპის მოღვაწეებთან შეხვედრებს აწარმოებს იმისთვის, რათა გვაიძულონ „მინსკი-3“-ის მსგავსი გარკვეული სამშვიდობო, როგორც მათ მიაჩნიათ, შეთანხმებებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე არ წავალთ“, – განაცხადა დანილოვმა.