მაკრონმა ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ საბრძოლო ტანკებს გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ საბრძოლო ტანკებს გადასცემს.

„პრეზიდენტს სურს გააძლიეროს უკრაინისათვის უკვე მიწოდებული სამხედრო დახმარება AMX-10 ტიპის მსუბუქი საბრძოლო ტანკების მიწოდებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლური წარმოების ტანკები მიეწოდება“, – განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ.

უწყებაში ტანკების რაოდენობა და მიწოდების დრო არ დაუზუსტებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები