რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან ავად არის, ის უკვე ძალიან დიდი ხანია არის ავად, მაგრამ მას ექნება დრო, იხილოს უკრაინის გამარჯვება რუსეთის მიერ დაწყებულ ომში, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ავად არის თუ არა პუტინი, ბუდანოვმა უპასუხა, რომ რუსი დიქტატორი დიდი ხანია ავად არის. მან ასევე განაცხადა, რომ პუტინს კიბო აქვს.
ბუდანოვის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ პუტინს კიბო აქვს: „ჩვენ უბრალოდ ვიცით ეს, წყაროებიდან“.
ჟურნალისტმა, ასევე, კირილ ბუდანოვს ჰკითხა: თუ როდის მოკვდება, მისი აზრით, რუსი დიქტატორი, რაზედაც მან უპასუხა: „ძალიან მალე“ და დასძინა, რომ ამის იმედი აქვს.
გარდა ამისა, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი პუტინის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლების გადაცემა მოხდება.