ირაკლი ღარიბაშვილი: მეუღლესთან ერთად ვესტუმრე ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს
დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
მთავრობის მეთაური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.