ხაბეიშვილის ორგანიზებულ აქციაზე მისული ანზორ მელია: ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს

“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს, რომ ერთი და იმავე თემაზე 2 აქცია არ იყო საჭირო.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

“მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თვითონ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, რომ აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ. არ იყო საჭირო 2 აქციის გამართვა და ვაი მაგ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გაუუქმეს, გორშიც გაუუქმეს, რუსთავშიც ასევე. მე არ ვარ “ნაციონალი”. კი, შვილი მყავს “ნაციონალი”, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს,”- აცხადებს ანზორ მელია.

ის მთავრობის ადმინისტრაციასთან, იმ აქციაზე იმყოფებოდა, რომელსაც მისი შვილის კონკურენტი, ლევან ხაბეიშვილი მართავს.  ანზორ მელიას განმარტებით,  გზად მოუწია ტერიტორიის გავლა.

პარალელური აქცია, იმავე მოთხოვნით, მშვიდობის ხიდთან იმართება, რომელიც ნიკა მელიას მხარდამჭერებმა დააორგანიზეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები