გაყოფილი “ნაცმოძრაობა” – პარტიაში 2 დაპირისპირებული მხარე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს ცალ-ცალკე მართავს

გაყოფილი “ნაცმოძრაობა” – პარტიაში 2 დაპირისპირებული მხარე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს ცალ-ცალკე მართავს.

მშვიდობის ხიდზე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სოლიდარობის აქციას “ნაცმოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე და მისი მხარდამჭერები მართავენ.

აქცია საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით დაიწყო. მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი – „მიშას სიცოცხლისთვის” გადმოფინეს.

ადგილზე მოქალაქეები, „ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისის გარდა, აქციები ქვეყნის სხვა ქალაქშიც იმართება.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ურთიერთგამომრიცხავია.

ამასთან, იმავე შინაარსის აქციას მართავს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი. მისი მხარდამჭერები თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან არიან შეკრებილები.

აქცია შეკვეთილში

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები