არჩილ თალაკვაძე: პატრიარქის ღვაწლი გამორჩეულია ერის მთლიანობის, რწმენისა და სულიერების დასაცავად, რისთვისაც ქედს ვიხრით მის წინაშე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს 90 წელი შეუსრულდა! მისი ღვაწლი გამორჩეულია ერის მთლიანობის, რწმენისა და სულიერების დასაცავად, რისთვისაც ქედს ვიხრით პატრიარქის წინაშე! მადლიერებითა და პატივისცემით ვულოცავ 90 წლის იუბილეს! ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ!“ – წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე.