ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ამჟამინდელი ბატონები ომში სიტუაციის შემობრუნებისთვის ყველა გზას გამოიყენებენ, ამიტომ ეს რუსული სცენარი უნდა ჩაიშალოს.
„ეს წელი მაშინვე დავიწყეთ იმით, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება – ტერორისტული სახელმწიფოს მიერ მომზადებული ახალი სამობილიზაციო პროცესების წინა დღეს. სწორედ ახლა არის მომენტი, როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა.
ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონები ყველაფერს და ყველას გამოიყენებენ და ომში სიტუაციის შემობრუნებასა და დამარცხების გადადებას შეეცდებიან.
ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ამისთვის ვემზადებით. ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის.
რუსეთი ახორციელებს მათ მობილიზებას, ვინც სასიკვდილოდ უნდა წავიდეს. ჩვენ ვახდენთ ცივილიზებული სამყაროს მობილიზებას სიცოცხლისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.