პელე ქალაქ სანტოსის ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალეს

ფეხბურთის ლეგენდა, ედსონ არანტეს დო ნასიმენტო იგივე პელე, სან პაულოს სანაპიროზე, ქალაქ სანტოსის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.

დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები და სტუმრები დაესწრნენ.

ფეხბურთის მეფესთან გამოსამშვიდობებლად 230 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა.

ვერტიკალური სასაფლაოს საერთო ფართობი 40 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და 14 სართულს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა, პელე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო და 1 000-ზე მეტი გოლი გაიტანა, გასულ კვირაში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები