„სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“ – საშობაოდ, მაყურებლის თხოვნით, საკონცერტო პროგრამას გაიმეორებენ
7 იანვარს, 19:30 საათზე, მაყურებლის თხოვნით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრი გაიმეორებს საკონცერტო პროგრამას – „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“.
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სცენაზე წარდგებიან ქართველი მომღერლები: ეკა, მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, დავით ნოზაძე და გედევან ჯინჭარაძეები, რომლებიც შეასრულებენ: რ.ლაღიძის, ა. კერესელიძის, ს. ცინცაძის, გ.ცაბაძის ბ.კვერნაძის, გ.ყანჩელის, ჯ. კახიძისა და ვ. კახიძის სიმღერებს ქართული კინოფილმებიდან.
დირიჟორი: ვახტანგ კახიძე.