დავით მათიკაშვილი: შეერთებული შტატებისთვის, საფრანგეთისთვის და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა

“შეერთებული შტატებისთვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის, კანადისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორ უწოდა ოპოზიციამ მას რუსული კანონი, როდესაც ფარა იყო სიტყვა-სიტყვით გადმოთარგმნილი.

„შეერთებულ შტატებში ფარას კანონმდებლობის გამკაცრებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა იმ სრულიად მავნებლურ პოლიტიკას, რასაც რადიკალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი დამფინანსებლები, იქნებოდა ეს ევრობიუროკრატია თუ ბაიდენის ადმინისტრაცია, აწარმოებდა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს; როგორ უწოდეს მას რუსული კანონი, როდესაც ფარა იყო სიტყვა-სიტყვით გადმოთარგმნილი. აშშ-სთვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის, კანადისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობდა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის გავლენის შეზღუდვასა და მათი აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები