რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ქალაქ მაკიივკაში, უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 63 რუსი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დონეცკის რეგიონის ქალაქ მაკიივკაში, უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 63 რუსი სამხედრო დაიღუპა.

„კიევის რეჟიმმა ამერიკული წარმოების HIMARS-ით ექვსი სარაკეტო დარტყმა მიაყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის დროებითი განლაგების პუნქტს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მაკიივკას დასახლების ტერიტორიაზე. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა HIMARS-ის ორი რაკეტა ჩამოაგდეს. დაიღუპა 63 რუსი სამხედრო“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე უკრაინულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სარაკეტო დარტყმის შედეგად, 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 300 – დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები