„რუსეთს აღარ აქვს სამხედრო მიზნები და ცდილობს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლას“ – პოდოლიაკი
რუსეთს აღარ აქვს სამხედრო მიზნები და ცდილობს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„31 დეკემბრის ღამეს და 1-ელი იანვრის ღამეს უკრაინის დიდი ქალაქების ცენტრის მასიური დაბომბვა ომის ტიპის მორიგ ცვლილებაზე მეტყველებს.
რუსეთს აღარ აქვს სამხედრო მიზნები და ცდილობს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლას და გაანადგუროს მეტი სამოქალაქო ობიექტი. ომი მკვლელობისთვის“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.