ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ ევროკავშირის მხარდაჭერას და ერთად გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვგრძნობთ (ევროკავშირის) მხარდაჭერას და ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას. ბრძოლა თავისუფლებისთვის და სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გეხმარებით ზამთრის პერიოდში გენერატორებით, ნათურებით, თავშესაფრებითა და სასკოლო ავტობუსებით. ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ ფინანსურ დახმარებას. მალე ჩვენ დავიწყებთ 18 მილიარდი ევროს [ფინანსური] მხარდაჭერის პაკეტის ყოველთვიური ტრანშების გაცემას. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უკრაინაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები